Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები ეთიკურ ნორმებზე შეთანხმდნენ


საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ასოციაციის დამფუძნებელ კრებას დღეს 100-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა. ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ, ჟურნალისტებმა 9 წევრის შემადგენლობით აირჩიეს ქარტიის საბჭო, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად იცავს ქარტიის ასოციაციის ესა თუ ის წევრი საკუთარი ხელმოწერით დადასტურებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრეამბულა სულ 11 პუნქტს მოიცავს. მათგან მეთერთმეტე ჟურნალისტის უმძიმეს პროფესიულ დანაშაულებრივ ქმედებებს განმარტავს. ესენია: ფაქტის განზრახ დამახინჯება, ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ და პლაგიატი. ქარტიის ტექსტზე და მისი მოქმედების მექანიზმებზე 100-მდე ჟურნალისტი, მედიაექსპერტები და იურისტები თითქმის 20 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ევროსაბჭოს მიერ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG