Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მეჩეთზე თავდასხმის დროს ოცდაათ ადამიანზე მეტი დაიღუპა


პაკისტანში, ქალაქ რავალპინდიში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოცდათხუტმეტი ადამიანზე მეტი დაიხოცა. დაღუპულთა შორისა არის ორი გენერალი და სხვა სამხედრო ოფიცრები. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეჩეთში მყოფ მორწმუნეებს ცეცხლი გაუხსნეს, თავმდამსხმელებმა ასევე მოქმედებაში მოიყვანეს რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ქალაქი რავალპინდი, სადაც შეიარაღებული ჯარების შტაბ-ბინაა განთავსებული, პაკისტანის დედაქალაქის ისლამაბადის მახლობლად მდებარეობს. მომხდარ თავდასხმას უკავშირებენ ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციას.
XS
SM
MD
LG