Accessibility links

logo-print

პოლანსკი შვეიცარიის მთებში საკუთარ სახლში შინაპატიმრობაში იმყოფება


შვეიცარიის სასამართლოს მიერ გირაოთი გათავისუფლებული ცნობილი კინორეჟისორი რომან პოლანსკი შინაპატიმრობაში დარჩება საკუთარ სახლში, შვეიცარიის მთებში მდებარე კურორტზე, ვიდრე ამ ქვეყნის ხელისუფლება ექსტრადიციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 76 წლის რეჟისორს ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულება 1977 წელს ჩადენილი დანაშაულის, 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო დევნის. რომან პოლანსკიმ, რომელიც სექტემბერში ციურიხში კინოფესტივალის მსვლელობისას დააპატიმრეს, გირაოს სახით ოთხ-ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა.
XS
SM
MD
LG