Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება: კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების რეალიზაციაზე გადავიდა


"კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა" - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარის განცხადებას აფხაზეთის სანაპიროსთან 7 დეკემბრისთვის რუსეთის სამი სასაზღვრო კატარღის განთავსების შესახებ. „რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლეგ ფროლოვის განცხადებით, სასაზღვრო კატარღები განთავსებული იქნებიან ოჩამჩირეში. მათი მიზანია „რესპუბლიკის“ საზღვაო საზღვრის დაცვა“. ფროლოვს შევახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ცნებას „აფხაზეთის ტერიტორიული წყლები“ ან „აფხაზეთის საზღვაო სივრცე“. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება კვალიფიცირდება, როგორც მეკობრეობა და მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას“,- ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. იქვე ნათქვამია, რომ სასაზღვრო დაცვის კატარღების ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში განთავსება კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების საშიშროებას.
XS
SM
MD
LG