Accessibility links

logo-print

ერდოანი თურქეთ-სომხეთის პრობლემის მოგვარებას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში ითხოვს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაეპ ერდოანი თურქეთ-სომხეთის პრობლემის მოგვარებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში ითხოვს. "ჩვენ იმთავითვე ვეუბნებით ამერიკის წარმომადგენლებს: თუ თქვენ მოაგვარებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, მაშინ გადაწყვიტეთ თურქეთ-სომხეთის პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მის გადაწყვეტას ვერ შეძლებთ", - ამის შესახებ ერდოანმა აშშ-ის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრამდე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პრობლემა მაშინ მოგვარდება, თუ "მინსკის ჯგუფის" წევრები - ეუთო, აშშ, საფრანგეთი და რუსეთი - მის გადასაწყვეტად მეტ ძალისხმევას გამოიჩენენ. მისი თქმით, პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას, საუბარი მთიანი ყარაბაღის პრობლემაზეც იქნება.
XS
SM
MD
LG