Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანია მიესალმება ობამას გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში


დანია, რომელიც მომავალ კვირაში კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტს მასპინძლობს, მიესალმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციის დასკვნით ნაწილში. დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა დღეს თქვა, რომ „პრეზიდენტ ობამას ძლიერი ყურადღება კლიმატური ცვლილებების საკითხის მიმართ და მისი მსოფლიო ლიდერობა კოპენჰაგენის მოლაპარაკებების საკვანძო მნიშვნელობის გარემოებებია“. კონფერენცია ორშაბათს იწყება.
XS
SM
MD
LG