Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი ადამიანი დაიღუპა ფეშავარში მოწყობილი აფეთქების შედეგად


მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა სწრაფი კვების რესტორნის, KFC-ს მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ეს უკანასკნელი ინციდენტია აფეთქებებისა და სროლის სერიაში, რომელსაც მეამბოხეები ახორციელებენ პაკისტანისა და ავღანეთის საზღვართან თალიბების წინააღმდეგ წარმოებული იერიშის საპასუხოდ. პარასკევს ქალაქ რავალპინდიში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG