Accessibility links

ჰელმანდის პროვინციაში თალიბების წინააღმდეგ ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს


შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავღანეთის ჯარები თალიბანის წინააღმდეგ იერიშის მეორე დღეს უფრო ღრმად გადაადგილდნენ სამხრეთ ავღანეთის მიმართულებით. პარასკევს ათასზე მეტმა ჯარისკაცმა დაიწყო ოპერაცია სამხრეთში მდებარე პროვინცია ჰელმანდში, რომლის მიზანია თალიბებისთვის საკომუნიკაციო გზების გადაჭრა. ჰელმანდის პროვინცია ამავე დროს არის მსოფლიოში ოპიუმის ყველაზე დიდი მწარმოებელი. პაკისტანთან მისი სამხრეთი საზღვარი ნარკობიზნესის მთავარი მარშრუტია.
XS
SM
MD
LG