Accessibility links

logo-print

სალეჰის თქმით, ირანს ურანის გამამდიდრებელი 20 სადგური ესაჭირობა


ირანის ბირთვული ენერგეტიკის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ თქვა, რომ ქვეყანას ურანის გამამდიდრებელი 20 სადგური ესაჭიროება საიმისოდ, რომ საკმარისი საწვავი აწარმოოს თავისი ბირთვული პროგრამისთვის. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ირნას მოჰყავს სალეჰის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ირანი არ აპირებს ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დატოვებას. გასულ თვეში გაეროს უწყებამ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ, გააკრიტიკა ირანი მას მერე, რაც ქალაქ ყუმში ურანის გამამდიდრებელი მეორე სადგურის არსებობა გახდა ცნობილი. სააგენტო ირანისგან ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტას მოითხოვს. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG