Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პოლიციამ ხელოვნების ძვირფასი კოლექცია აღმოაჩინა


იტალიის პოლიციამ აღმოაჩინა ხელოვნების ძვირფასი კოლექცია, რომელიც, როგორც იტყობინებიან, კონცერნ „პარმალატის“ ყოფილ ხელმძღვანელს, კალისტო ტანცის ეკუთვნის, და ყადაღა დაადო მას. ტანცის ნაცნობების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია 19 სურათი, მათ შორის პიკასოს, ვან გოგის, მოდილიანისა და სეზანის ნამუშევრები, რომელთა საერთო ღირებულება ას მილიონ ევროდ ფასდება. ხელისუფლების ცნობით, მან ხელი შეუშალა კოლექციის გაყიდვის გეგმებს. ტანცი, რომელიც თაღლითობისთვის იმყოფება ციხეში, ადრე უარყოფდა, რომ რაიმე საიდუმლო კოლექციას ფლობდა.
XS
SM
MD
LG