Accessibility links

logo-print

პალერმოში დააპატიმრეს სიცილიური მაფიის მნიშვნელობით მეორე პირი


იტალიაში, კუნძულ სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, დააპატიმრეს ჯოვანი ნიჩი, რომელიც მნიშვნელობით მეორე პირად ითვლება სიცილიურ მაფიაში, „კოზა ნოსტრაში“. ამის შესახებ იტყობინება იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტო მარონი. მან 28 წლის ნიჩი დაახასიათა, როგორც „საშიში, ამბიციური და დაუნდობელი მკვლელი.“ პოლიცია ნიჩის სამი წელი ეძებდა. ამჟამად „კოზა ნოსტრას“ მეთაურად ითვლება 51 წლის მატეო მესინა დენარო. ის უკვე 15 წლის განმავლობაში ემალება მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG