Accessibility links

logo-print

თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე კონკურსი არ გამართულა


კადრი ნანა ჯორჯაძის ფილმიდან "დამზადებულია გერმანიაში: მეტეოიდიოტი"

კადრი ნანა ჯორჯაძის ფილმიდან "დამზადებულია გერმანიაში: მეტეოიდიოტი"

6 დეკემბერი თბილისის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის ბოლო დღეა. საიუბილეო კინოფორუმი 1 დეკემბერს გაიხსნა კინოთეატრ ”ამირანში” ლევან კოღუაშვილის ფილმით ”ქუჩის დღეები” და დაიხურა ბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის გახმაურებული სურათით ”ვერა დრეიკი”. წლევანდელ ფესტივალზე არაერთი საინტერესო ფილმი უჩვენეს, თუმცა პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფორუმის ისტორიაში, კონკურსი არ ჩატარებულა. სწორედ საკონკურსო პროგრამის გაუქმების მიზეზებზე საუბრით იწყება ინტერვიუ ფესტივალის დირექტორთან, ნინო ანჯაფარიძესთან, რომელიც ჩვენმა კოლეგამ, გიორგი გვახარიამ ჩაიწერა.
XS
SM
MD
LG