Accessibility links

logo-print

ირანში უცხოელ რეპორტიორებსა და ფოტოგრაფებს აკრედიტაცია შეუჩერეს


შაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყოფილებამ 7-9 დეკემბერს თეირანში მუშაობის აკრედიტაცია შეუწყვიტა უცხოელ რეპორტიორებსა და ფოტოგრაფებს. შაბათსვე - ირანის ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლებამდე ორი დღით ადრე - თეირანში მწყობრიდან გამოვიდა ინტერნეტი და, ნაწილობრივ, მობილური კავშირი. 7 დეკემბერს საპროტესტო აქციები დაემთხვევა სტუდენტთა დღეს. ამ დღეს ირანში აღნიშნავენ 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალებისას დაღუპული სტუდენტების ხსოვნას. ირანის ხელისუფლება ხშირად ახშობს ან ბლოკავს ქვეყნის საკომუნიკაციო კავშირებს.
XS
SM
MD
LG