Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


რუმინეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც შესაძლოა ბოლო მოუღოს თვეების განმავლობაში გაგრძელებულ პოლიტიკურ კრიზისს. ცენტრისტი პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მეტოქეა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მირჩა ჯოანა, რომელიც მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი და სენატის თავმჯდომარეა. ორივე კანდიდატი პირობას დებს, რომ რუმინეთს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს, აღმოფხვრის კორუფციას და აღადგენს საზოგადოებრივ ნდობას. სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბასესკუ ჯოანას ჩამორჩება. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 23 საათზე იხურება.
XS
SM
MD
LG