Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში მანიფესტაცია იმართება სილვიო ბერლუსკონის გადადგომის მოთხოვნით


იტალიის დედაქალაქ რომში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო მანიფესტაცია იმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მასში 350 ათასი ადამიანი მონაწილეობს. მანიფესტანტებს ხელში იტალიის პრემიერის კარიკატურები უჭირავთ და გაშლილი აქვთ ტრანპარანტები -"ბერლუსკონი გადადგეს".
დემონსტრანტები სკანდირებენ "ქურდი" მაფიოზო", "ლოთი". აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნიან, თუმცა მანიფესტანტებს შორის ოპოზიციის მხარდამჭერები და ლიდერები მრავლად არიან.
მანიფესტაციაში მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანტიკორუფციული ოპერაციის, "სუფთა ხელების" ყოფილი ხელმძღვანელი, ანტონიო დი პიეტრო.
XS
SM
MD
LG