Accessibility links

logo-print

პერმში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ


რუსეთის ქალაქ პერმის მოსახლეებმა დღეს ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს ღამის კლუბის შენობასთან, სადაც პარასკევს ხანძრის შედეგად სულ ცოტა 110 ადამიანი დაიღუპა. ნათესავები ქალაქის მორგში დაღუპულთა ამოცნობას ცდილობენ. გარდა ამისა ხანძარის გამო, რომელიც ფოიერვერკის შედეგად გაჩნდა, ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. კლუბის მენეჯერები და მფლობელები - მთლიანობაში ხუთი ადამიანი - დაპატიმრებული არიან. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, რომ მენეჯერები უმკაცრესად დაისაჯონ. ასევე მან ორშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG