Accessibility links

აშშ არ ფლობს ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას


აშშ არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდის ხელმძღვანელი ოსამა ბინ ლადენი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა. "სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით, სად იმყოფება ოსამა ბინ ლადენი, თორემ შევეცდებოდით მის დაჭერას", თქვა პენტაგონის შეფმა. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში დაკავებულმა თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, თუ სად იმყოფებოდა 2009 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტი. რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სპეცსამსახურებმა 2001 წელს ხელიდან გაუშვეს ბინ ლადენის დაკავების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG