Accessibility links

logo-print

ჰამიდ კარზაი უახლოესი სამი დღის განმავლობაში წარმოადგენს ახალ კაბინეტს


ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ჰამიდ კარზაი უახლოესი სამი დღის განმავლობაში წარმოადგენს თავის ახალ კაბინეტს. ჰამიდ ელმის თანახმად, კარზაი ჯერ კიდევ კონსულტაციებს მართავს პოლიტიკოსებთან, ექსპერტებთან და უხუცესებთან, რათა შექმნას კაბინეტი, რომელიც მთელი ავღანეთისთვის იქნება მისაღები. კარზაი აშშ-ისა და დასავლელი მოკავშირეების მხრიდან ზეწოლას განიცდის, რათა მინისტრთა კაბინეტში ტექნოკრატები დანიშნოს და არა ყოფილი საველე მეთაურები.
XS
SM
MD
LG