Accessibility links

logo-print

ისრაელმა იერუსალიმის თაობაზე ევროკავშირის ინიციატივას სახიფათო უწოდა


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დანი აიალონმა დღეს თქვა, რომ ევროკავშირის ინიციატივამ იერუსალიმის გაყოფისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის, როგორც პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსის შესახებ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას და სახიფათოა. მისი თქმით, ევროპელები წინასწარ არ უნდა კარნახობდნენ მოლაპარაკებების შედეგებს. გასულ კვირაში შვეციამ, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, წარმოადგინა პროექტი, რომელიც მხარს უჭერს იერუსალიმის გაყოფას და აღმოსავლეთ იერუსალიმის აღიარებას პალესტინელთა მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად. დოკუმენტი ორშაბათს უნდა განიხილონ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
XS
SM
MD
LG