Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალონიკიში სულ ცოტა 20 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, დაშავდა არეულობებში


სულ ცოტა 20 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, დაშავდა არეულობებში, რომლებშიც გადაიზარდა დემონსტრაციები საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში. საპროტესტო აქციებში, რომლებიც ანარქისტი მოზარდის დაღუპვის წლისთავს დაემთხვა, ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონტრანტების ნაწილმა ქვები დაუშინა მაღაზიების ვიტრინებს და პოლიციელებს, ცეცხლი წაუკიდეს სანაგვე ყუთებს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც იტყობინებიან, დაკავებულია 50-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG