Accessibility links

logo-print

ერდოანის თქმით, თურქეთი ავღანეთში არ გაგზავნის დამატებით ჯარებს


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა დღეს გამორიცხა მეტი ჯარების გაგზავნა ავღანეთში. ეს განცხადება მან გააკეთა ვაშინგტონში გამგზავრების წინ, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას უნდა შეხვდეს. გასულ კვირაში ობამამ გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებით 30 ათას ჯარისკაცს გაგზავნის ავღანეთში და ნატოს სხვა წევრებსაც მოუწოდა ჯარების გაგზავნისკენ.
XS
SM
MD
LG