Accessibility links

თეთრი სახლი ერაყელი კანონმდებლების გადაწყვეტილებას იწონებს


აშშ-ის ხელისუფლება მიესალმა ერაყის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. მანამდე პარლამენტი დავობდა საპარლამენტო ადგილების განაწილებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მიაღწიეს კომპრომისულ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც პარლამენტში სკამების რაოდენობა 275-იდან 325-მდე გაიზრდება და ეთნიკურ სუნიტებს და ქურთებს მეტი წარმომადგენლობა ეყოლებათ.

XS
SM
MD
LG