Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუგზარ შამუგიამ ქუთაისის მერის თანამდებობა დატოვა


ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან პოსტის დატოვებამდე მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა, რომელზეც არაფერი უთქვამს გადადგომის მიზეზების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, შამუგიამ მერის თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა. ნუგზარ შამუგია ქუთაისის მერის მოვალეობას თითქმის 3 წლის მანძილზე ასრულებდა. იგი ამ თანამდებობაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეკომენდაციით დაინიშნა. შამუგია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქუთაისის რიგით მე-7 მერი იყო.
XS
SM
MD
LG