Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში არასრულწლოვანი მეექვსე თვეა დაკავებულია


ცხინვალის ციხეში ორი ტირძნისელი მოსწავლის გარდა კიდევ ერთი მოზარდი - გიორგი არჩვაძე იმყოფება. გიორგის ახლობლების თქმით, იგი მეექვსე თვეა დაკავებულია და მას 16 წელი ცხინვალის ციხეში შეუსრულდა. მოზარდს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს - მას შიდა ქალის წნევა აწუხებს. გიორგი არჩვაძე მიმდინარე წლის ივლისში, "რუსმა მესაზღვრეებმა" ოკუპირებულ სოფელ ბელოთში დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. არჩვაძეების ოჯახმა აგვისტოს ომის დროს დატოვა სოფელი ბელოთი. ამჟამად, ისინი შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. სოფელ ბელოთიდან გამოდევნის დროს გიორგის მამაც, თამაზ არჩვაძეც 27 დღის განმავლობაში დატყვევებული იყო. როგორც დაკავებულის ახლობლები ამბობენ, გიორგის სოფელი ენატრებოდა და ბელოთში წასვლა ამიტომ გადაწყვიტა. გიორგის მშობლები საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG