Accessibility links

logo-print

ტრაიან ბასესკუ რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე დარჩება


რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი, ცენტრისტი ტრაიან ბასესკუ . ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 50,3% ერგო. მანამდე, ეგზიტ პოლებმა გამარჯვება მის მეტოქეს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მირჩა ჯოანას უწინასწარმეტყველეს. არჩევნებმა შესაძლოა ბოლო მოუღოს თვეების განმავლობაში გაგრძელებულ პოლიტიკურ კრიზისს. ორივე კანდიდატი პირობას დებს, რომ რუმინეთს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს, აღმოფხვრის კორუფციას და აღადგენს საზოგადოებრივ ნდობას.

XS
SM
MD
LG