Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენში დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია კლიმატური ცვლილებების შესახებ


დანიის დედაქალაქში დაიწყო მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც განიხილავენ მსოფლიოსთვის სახიფათო კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებს. გაეროს ეგიდით მიმდინარე შეკრებაზე, 192 ქვეყნის წარმომადგენლები 12 დღის მანძილზე იმსჯელებენ ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებაზე, გლობალური დათბობით გამოწვეული გვალვების, წყალდიდობებისა და ზღვებში წყლის დონის აწევის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე. როგორც კონფერენციის გახსნისადმი მიძღვნილ მისასალმებელ ცერემონიაზე განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა, „გლობალურმა დათბობამ საზღვრები არ იცის, ის არავის დისკრიმინაციას არ ეწევა - ის გვეხება ყველას და დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ყველას გვსურს ქმედითი ზომების მიღება“. 100-ზე მეტი სახელმწიფოს, თუ მთავრობის ლიდერებს აქვთ ნათქვამი, რომ დაესწრებიან კონფერენციას მის ბოლო დღეებში. საბოლოო მიზანია შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა 2013 წელს - მას შემდეგ, რაც ამოიწურება კიოტოს ამჟამად მოქმედი ოქმის ვადა.
XS
SM
MD
LG