Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთს მეკობრეობაში ადანაშაულებს


რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო პოტენციალის გაზრდით, საერთაშორისო ვალდებულებებს უხეშად არღვევს. ამის შესახებ განცხაება დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ გააკეთა. აფხაზეთში რუსული სასაზღვრო ძალების თანამედროვე კატარღების გაგზავნა რუსეთში დღეს გამოცხადებული გლოვის გამო გადაიდო - ეს ინფორმაცია სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა. მისივე ცნობით, საზღვაო საზღვრის დასაცავად შექმნილი დივიზიონისთვის განკუთვნილი კატარღები აფხაზეთში სავარაუდოდ, დეკემბრის მეორე ნახევარში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიგზავნება. მსგავს ინფორმაციას არ ფლობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სამსონია. თუმცა, მან სააგენტო რია-ნოვოსტის დაუდასტურა, რომ რუსული კატარღები ოჩამჩირის პორტში დღეს არ შევლენ. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია 7 დეკემბრისთვის ოჩამჩირის პორტში ”სობოლის” და ”მანგუსტის” ტიპის კატარღების ჩასვლის შესახებ, გასულ კვირაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ოლეგ ფროლოვმა გაავრცელა. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებათა დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ოჩამჩირის აკვატორიაში რუსული კატარღების განთავსება პროვოკაციათა საშიშროებას ზრდის და მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონში უქმნის

XS
SM
MD
LG