Accessibility links

logo-print

პაკისტანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომელმაც, სულ ცოტა, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 49. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა სასამართლოს შენობაში შესვლა სცადა და როცა ის მცველებმა შეაჩერეს, თავი აიფეთქა. პაკისტანში ექსტრემისტები, უწინარეს ყოვლისა, სამართალდამცავი ორგანოებისა და სამთავრობო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებს ახორციელებენ.
XS
SM
MD
LG