Accessibility links

რუსეთის უდიდესი ბანკის მოგება მესამე კვარტალში 82 პროცენტით დაეცა


რუსეთის უდიდესი ბანკის, „სბერბანკის“ განცხადებით, მისი მოგება მესამე კვარტალში 82 პროცენტით დაეცა. ამ, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული ბანკის განცხადებით, სუფთა მოგება მესამე კვარტალში შარშანდელი 787 მილიონი დოლარიდან წელს 146 მილიონამდე შემცირდა. წლის პირველი 9 თვის მოგება წელს, შარშანდელთან შედარებით, 89 პროცენტით არის შემცირებული. ბანკები რუსეთში მძიმედ დააზარალა ეკონომიკურმა კრიზისმა, როცა ბევრმა უცხოელმა ინვესტორმა გაიტანა ფული ნავთობის მკვეთრად გაიაფების გამო.
XS
SM
MD
LG