Accessibility links

logo-print

საქართველოში ლატვიის პრეზიდენტი ჩამოდის


7-9 დეკემბერს საქართველოში გაიმართება ლატვიის პრეზიდენტ ვალდის ზატლერსის ვიზიტი. მისი პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Civil.ge იუწყება, რომ ვიზიტი დაიწყება ბათუმიდან, სადაც ლატვიის პრეზიდენტი აჭარის მთავრობის მეთაურს შეხვდება. თბილისში დაგეგმილია ვალდის ზატლერსის მოლაპარაკება საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან. ლატვიის პრეზიდენტის თანხმლებ დელეგაციაში ამ ქვეყნის ეკონომიკის, გარემოს დაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები არიან.
XS
SM
MD
LG