Accessibility links

დაჩი ცაგურია სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს აგზავნის


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დღეს წარედგინება განაცხადი, სარჩელზე - “დაჩი ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ.” ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, 15 ივნისს, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის დარბევისას და შემდგომ, 30-დღიანი პატიმრობის განმავლობაში, დაჩი ცაგურიას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უხეშად დაირღვა. თავად დაჩი ცაგურიამ იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და უახლოეს მომავალში მოძალადეთა პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება. მორალური და ფიზიკური ზარალის კომპენსაციის მიზნით მოძრაობა ”7 ნოემბრის” ერთ-ერთი ლიდერი დაჩი ცაგურია 3 მილიონ ევროს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG