Accessibility links

logo-print

შაშკინი გვარამიას ნაცვლად


განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას ამ პოსტზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩაანაცვლებს. სამთავრობო ცვლილების შესახებ პრემიერ- მინისტრმა ნიკა გილაურმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა გვარამიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამინისტროს თანამშრომლებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. დიმიტრი შაშკინი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო ნიკა გვარამია ამ თანამდებობაზე გენერალური პროკურატურიდან მივიდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პოსტს, უკვე ექს-მინისტრის დიმიტრი შაშკინის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე დაიკავებს.

XS
SM
MD
LG