Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სარდალმა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა როჯერ ბრეიდიმ ისაუბრეს ქართველი ჯარისკაცების საქმიანობასა და ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესახებ. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ამერიკელმა გენერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული შენაერთი საერთაშორისო მისიის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო წარმომადგენლობაა და დავალებასაც სრულად ართმევს თავს. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ როჯერ ბრეიდი გაემგზავრა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა და ამერიკელმა სარდალმა კონკრეტულად განიხილეს თავდაცვის სფეროში აშშ-ის დახმარების გეგმა. ბრეიდის თქმით, საქართველო ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ორი ქვეყნის ურთიერთობაში დიდ როლს ითამაშებს ავღანეთის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG