Accessibility links

logo-print

აშშ და რუსეთი გაეროს სასამართლოს კოსოვოს საკითხზე პოზიციებს გააცნობენ


აშშ და რუსეთი დღეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წარუდგენენ თავიანთ არგუმენტებს კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე, რაზეც მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ. აშშ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერია, რუსეთი კი წინააღმდეგი. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ექნებათ 45 წუთი, რომ გაეროს სასამართლოს თავიანთი მიდგომები განუმარტონ. სასამართლოს დაწყებისას, 1 დეკემბერს სერბეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებით კოსოვომ საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო წესრიგს. სასამართლო მოსმენა 11 დეკემბრამდე გაგრძელდება და 29 სახელმწიფოს წარმომადგენლების ჩვენებას მოისმენს. რამდენიმე თვეში სასამართლო თავის მოსაზრებას წარმოადგენს, რომელსაც არ ექნება სავალდებულო სტატუსი.
XS
SM
MD
LG