Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი პარლამენტს მინისტრობის კანდიდატებს წარუდგენს


ავღანეთის პრეზიდენტი დღეს პარლამენტს თავისი კაბინეტის ნაწილს მაინც წარუდგენს დასამტკიცებლად. კანონმდებლები კარზაისგან კაბინეტის სრული შემადგენლობის - 25 კანდიდატის სიის წარდგენას მოითხოვდნენ. პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა მოჰამად ნაჰიმ ფარაჰიმ განაცხადა, რომ პარტიული პრინციპით შედგენილი სია ”მიუღებელია”. კარზაი იძლევა დაპირებას, რომ აღმოფხვრის კორუფციას, რაც საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით მოდებულია მის ადმინისტრაციაში.
XS
SM
MD
LG