Accessibility links

ჩინეთის სკოლაში მომხდარ ჭყლეტაში 8 ბავშვი დაიღუპა


ცენტრალურ ჩინეთში ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ჭყლეტაში 8 ბავშვი დაიღუპა და 26 დაშავდა. ჩინეთის მედიის ცნობით, ჰუნანის პროვინციაში მდებარე სკოლაში მოსწავლეები საკლასო ოთახებს ტოვებდნენ, როცა კიბეზე ჩასვლისას ერთ-ერთმა ბავშვმა წაიბორძიკა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია, რადგან ბავშვები წვიმის გამო გარეთ გასვლას არ ჩქარობდნენ და კიბეზე შეფერხდნენ.
XS
SM
MD
LG