Accessibility links

logo-print

მედვედევი უცხოეთში არმიის გამოყენების გადაწყვეტილების უფლებას ითხოვს


პრეზიდენტმა მედვედევმა ფედერაციის საბჭოს მიმართა წინადადებით, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ქვეყნის ინტერესების და მის მოქალაქეთა დასაცავად, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მხარდასაჭერად, საზღვარგარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის წინადადება რუსეთის კონსტიტუციას და 1996 წელს დამტკიცებულ ფედერალურ კანონს ეფუძნება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, რუსეთმა თავდაცვის კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების ოპერატიულად გამოყენებას ითვალისწინებს
XS
SM
MD
LG