სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც ავღანეთში 40 ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა განაცხადა, რომ სომხური შენაერთი თებერვალში ჩავა ავღანეთში და ნატოს მრავალეროვან ძალებში გერმანიის სარდლობით იმსახურებს. ეს ნაბიჯი მოჰყვა შეერთებული შტატების მოწოდებას მოკავშირეებისადმი, მონაწილეობა მიიღონ ავღანეთში მრავალეროვანი სამხედრო კონტინგენტის გაზრდაში.
ყველაზე პოპულარული
1