Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერმის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 118-მდე გაიზარდა


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის მიწურულს ქალაქ პერმში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 118-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც წუხელ საავადმყოფოებში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის პერმიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პერმში ჩავიდა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან საგანგებო შეხვედრაზე ნახევარ მილიონ რუბლს (17 000 დოლარს) დაჰპირდა დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციის სახით. პოლიციამ კლუბის მფლობელი და ორი მენეჯერი დააკავა მკვლელობისა და უსაფრთხოების ზომების დარღვევის ბრალდებით. ორშაბათს რუსეთში გლოვის დღე იყო გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG