Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაის თქმით, ავღანეთი 15-20 წლამდე ვერ შეძლებს უსაფრთხოების ზომების დაფინანსებას


პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის განცხადებით, ავღანეთი, რესურსების ნაკლებობის გამო, კიდევ 15-20 წელი ვერ შეძლებს საკუთარი უშიშროების ძალების დაფინანსებას. ამ შინაარსის განცხადება კარზაიმ ქაბულში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. იქვე კარზაიმ განმეორებით გამოთქვა შეფასება, რომ ავღანეთის ჯარები ხუთ წელიწადში შეძლებენ, უხელმძღვანელონ უსაფრთხოების ზომებს. ხოლო რობერტ გეიტსის განცხადებით, შეერთებული შტატები ზურგს არ შეაქცევს ავღანეთს, თუმცა მისი სამხედრო კონტინგენტი ამ ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით არ დარჩება. გეიტსი დღეს ეწვია ქაბულს ვიზიტით, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG