Accessibility links

logo-print

ოკუპირებულ გალში რიგით მეათე ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა


დღეს ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქართული, აფხაზური, რუსული, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული მხარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ხელმძღვანელობდა, ოკუპირებულ აფხაზეთში დილით გადავიდა. მოლაპარაკება 5 საათს გაგრძელდა. დღეს სხვა ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, თითქოს გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის ოფისში, სადაც ხუთმხრივი შეხვედრები ტარდება, რუსი სამხედროები შევიდნენ. მხარეები კი მოლაპარაკებას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გამართავდნენ. რადიო თავისუფლების კითხვაზე თუ სად შედგა ხუთმხრივი შეხვედრა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა: „როგორც ყოველთვის, სხდომა გაეროს ოფისში გაიმართა. რუსებმა დაიკავეს თუ არა ის ოფისი, ამაზე არაფერი ვიცი“.
XS
SM
MD
LG