Accessibility links

logo-print

საქართველოს ანტივირუსული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა აქვს


საქართველო გრიპის ეპიდემიის ზღვარზეა, თუმცა, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არა აქვს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. მისი ინფორმაციით, საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთაგან რთული მხოლოდ ოთხი ადამიანის მდგომარეობა იყო, თუმცა, ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. კვიტაშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, პანიკის გარეშე პოლიკლინიკების ექიმებს მიმართონ. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ანტივირუსული მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა აქვს.
XS
SM
MD
LG