Accessibility links

logo-print
ორშაბათს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი მწერალი, რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ვეტერანი ჟურნალისტი, პიოტრ ვაილი. ის 60 წლის იყო.

ვაილი კოლეგების ხსოვნას შემორჩება არა მხოლოდ როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი და თანამედროვე რუსული ლიტერატურის მსხვილი ფიგურა, არამედ როგორც სიცოცხლით აღსავსე და კეთილი ადამიანი.

პიოტრ ვაილი 1949 წელს დაიბადა რიგაში. მას დამთავრებული აქვს მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი. 1977 წელს ემიგრაციაში გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც სხვადასხვა რუსულენოვან გამოცემაში მუშაობდა. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ვაილი თანამშრომლობდა ემიგრანტ მწერალთან, სერგეი დოვლატოვთან, რომელთანაც მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა.

რადიოთ თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისთვის მუშაობა ვაილმა 80-იანი წლების შუაში დაიწყო ნიუ იორკის ოფისში.

1995 წელს ის პრაღაში გადავიდა და რადიოს ახალ შტაბ-ბინაში დაიწყო მუშაობა რუსული რედაქციის დირექტორის მოადგილედ.

2009 წლის სექტემბერში რადიო თავისუფლებამ პიოტრ ვაილის საპატივცემულოდ დააარსა „თავისუფალი რუსული ჟურნალისტიკის“ სტიპენდია.
პიოტრ ვაილის კალამს ეკუთვნის მთელი რიგი წიგნები. მათ შორისაა „რუსული სამზარეულო დევნილებაში“ (1987), “Genius Loci” (1999), „სამშობლოს რუკა“ (2003) და „ლექსები ჩემს შესახებ“ (2006).
XS
SM
MD
LG