Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მეორე ენგურჰესი აშენდება


საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადს თურქულ-კორეული კონსორციუმი ააშენებს. მშენებლობის დაწყებაზე შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მოეწერა. როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელება ქვეყანაში მეორე ენგურჰესის აშენებას ნიშნავს. მისივე თქმით, პროექტის განსახორციელებლად 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება. იმერეთსა და რაჭაში კი შესაბამის სამუშაოებზე 20 000 ადამიანი დასაქმდება. ნამახვანის ჰესის კასკადის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება.
XS
SM
MD
LG