Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა უმუშევრობის დონის შემცირებას ცდილობს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს წარმოადგინა ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას ითვალისწინებს. კვლევით ცენტრ ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას ვაშინგტონში, ობამამ თქვა, რომ მთავრობა შეძლებს 200 მილიარდი დოლარის დაზოგვას იმ თანხიდან, რომელიც გასულ წელს ბანკებს, პრობლემური აქტივების დასაფარად მიეცათ. ობამამ წამოაყენა წინადადება, რომ აღნიშნული თანხის ინვესტირება მოხდეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად. იგი გამოვიდა ასევე წინადადებით, რათა შემცირდეს გადასახადები მცირე ბიზნესისათვის.
XS
SM
MD
LG