Accessibility links

logo-print

სამხედრო კონტინგენტის ზრდა უკუაქცევს თალიბანს


შეერთებული შტატების ძალებისა და მოკავშირეთა სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებითი ამერიკული სამხედრო ძალების ჩასვლა შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო ძალებს უკუაქციოს მეამობოხეთა მოძრაობა და საბოლოოდ დაამარცხოს თალიბანი. ამის თაობაზე მაკკრისტალმა სამშაბათს ვაშინგტონში, კონგრესში გამართული მოსმენისას განაცხადა. “2001 წლის გაზაფხულისათვის ავღანელი ხალხი დარწმუნდება, რომ თალიბანი მარცხდება”, - განაცხადა მაკკრისტალმა, თუმცა დასძინა, რომ კოალიციური ძალები ჯერ კიდევ აწყდებიან მეამობოხეთა კომპლექსურ წინააღმდეგობას და რომ ავღანელ ხალხს არასაკმარისი ნდობა აქვს საკუთარი მთავრობის მიმართ.”
XS
SM
MD
LG