Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი: ლარსის გამშვებ პუნქტზე დეკემბერში ვილაპარაკებთ


ქართულ-რუსული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე დეკემბერში ჩატარდება - უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა “გაზეტა.რუ”-ს. მისი განცხადებით რუსეთმა ქართულ მხარეს ერთობლივ საზღვარზე მოძარაობის განახლება შესთავაზა. ”ოფიციალური თბილისი ამ საკითხში საკმაოდ არათანმიმდევრულად იქცევა, მაგრამ თუ მაინც ჯანსაღი მოდგომა გაიმარჯვებს, არის იმედი, რომ დეკემბერში დაგეგმილი მეორე რაუნდი პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს” - აღნიშნა კარასინმა.

XS
SM
MD
LG