Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


თბილისიდან გამგზავრებამდე ვალდის ზატლერსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და ლატვიური დიასპორის წარმომადგენლები მოინახულა. ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი გუშინ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილმა გაიხსენა ლატვიის პრეზიდენტის აქტიურობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ზატლერსმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ლატვიას, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ლატვიის უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა.
XS
SM
MD
LG