Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი სააკაშვილთან კონტაქტს კვლავ არ აპირებს


რუსეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობა მოსკოვს არ დაუნგრევია. სააგენტო რია-ნოვოსტის მიერ ორგანიზებულ მედია-ფორუმზე გამოსვლისას მედვედევმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან და მისი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტს კვლავ არ აპირებს, რადგან ისინი მოვლენებს სრულიად განსხვავებულად აფასებენ. ”თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სხვა ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მედვედევი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის და პირდაპირი ავიარეისების განახლების მხრივ განსაკუთრებულ ბარიერებს ვერ ხედავს. საქართველოსთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმი კი, მისივე თქმით, შესაძლოა, ერთ დღეს აღდგეს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში კანონიერად შეტანილი ქართული პროდუქციის რეალიზაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
XS
SM
MD
LG