Accessibility links

logo-print

ცხინვალმა დაკავებული მოზარდების მშობლები შვილების სანახავად მიიწვია


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევმა ცხინვალის კოლონიაში მყოფი ტირძნისელი არასრულწლოვნების - ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის მოსანახულებლად მშობლები მიიწვია. მათი ინფორმირება იმის შესახებ, რომ 12 დეკემბრამდე ცხინვალში ჩასვლა და შვილებთან შეხვედრა შეუძლიათ, სანაკოევმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა. ამ ორგანიზაციისგან დავით სანაკოევი დაკავებულთა მშობლების ცხინვალში გამგზავრების ორგანიზებასაც ითხოვს. წითელი ჯვრის კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც დღეს დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტმა გამოაქვეყნა, სანაკოევი აღნიშნავს, რომ განიხილება ორ არასარულწლოვან პატიმართან საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხვედრაც, მათ უსაფრთხოებას კი - რესპუბლიკის ხელისუფლება უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG